სიხლეები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!!!
03.05.2011
  
 

2011 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“. აღნიშნულმა წესმა ჩაანაცვლა „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულება და „სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით  განხორციელების შესახებ დროებითი წესი“.

ახალი წესი აერთიანებს აქამდე რამდენიმე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დარეგულირებულ საკითხებს, როგორიცაა: გამარტივებული შესყიდვის განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების აუცილებელი პირობები, შავი სიის წარმოების წესი, ალტერნატიული შესყიდვა, შესყიდვის პროცედურის შეწყვეტა/შეჩერება.

წესით დანერგილ სიახლეთა შორის გამოსარჩევია:

  • შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის რეგულირება;
  • გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების პროცედურის გაწერა;
  • პრეტენდენტთა მიერ ნიმუშის წარმოდგენის წესი;
  • ერთობლივი შესყიდვის წესი;
  • საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის წესი;
  • ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების ვალდებულების გაუქმება;
  • მომსახურების შესყიდვის შესაძლებლობა პრეისკურანტის საფუძველზე;
  • საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ელექტრონული

        საშუალებებით, მათ შორის ელ–ფოსტის მეშვეობით წარდგენის შესაძლებლობა.