სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ტაო“
10.01.2018
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ტაო“
 
შპს „ტაო“
ს/კ: 238732591

 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 22 ნოემბერსა და 15 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 22 ნოემბრის №6526 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №10643) და 2017 წლის 15 დეკემბრის № 7098 (რეგისტრაციის №11437) დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება, რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ტაოს“ (ს/კ: 238732591) მიერ NAT170008912 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2017 წლის 29 აგვისტოს №156 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.