სიხლეები   ტანსაცმლის ბიზნესში დასაქმებული მიმწოდებლების საყურადღებოდ!
20.09.2016
  
 
ტანსაცმლის ბიზნესში დასაქმებული მიმწოდებლების საყურადღებოდ!

2016 წლის 28 სექტემბერს, 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის მეთერთმეტე შეხვედრა ბიზნესმენებთან  - ტანსაცმლის სფეროში დასაქმებული მიმწოდებლებთან.
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 25 სექტემბრამდე დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მარტა ქარუმიძეს ნომერზე 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე: mkarumidze@spa.ge

შემდეგი, მეთორმეტე  შეხვედრა ჩატარდება 12 ოქტომბერს და მოწვეულები იქნებიან დასუფთავებისა და სანიტარული ღონისძიებების სფეროში დასაქმებული მიმწოდებლები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.