სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ტრენინგების მერვე ეტაპი დაიწყო
13.07.2015
  
 
საკონტაქტო პირი: ეკა გაბადაძე
კომუნიკაციების მენეჯერი
ელ.ფოსტა: egabadadze@spa.ge
ტელ: 577244454

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ტრენინგების მერვე ეტაპი დაიწყო
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში 13 ივლისს დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება ტრენინგების მერვე ეტაპი თემაზე: „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“.
treining8.jpgთბილისში განთავსებული სახელმწიფო უწყებების, სამინისტროებისა და მათზე დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესყიდვების 45 სპეციალისტი ათი დღის განმავლობაში გაივლის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებსა და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ტრენინგებს უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.
სწავლების დასრულებისას მსმენელებს ჩაუტარდებათ ტესტირება, გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი, დაურიგდებათ სახელმძღვანელოები და მეხსიერების ბარათები.
მსმენელთათვის ტრენინგები უფასოა.

იხილეთ სააგენტოს გვერდი Facebook-ზე