სიხლეები   ბიზნესასოციაციების ტრენერთა ტრენინგები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში
06.06.2016
  
 
ბიზნესასოციაციების ტრენერთა
ტრენინგები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში
 
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) ინიციატივით გაიმართა ტრენინგები ბიზნესასოციაციების წარმომადგენელთათვის. ექვსი დღის მანძილზე, 31 მაისიდან 6 ივნისამდე EPAC-ის (ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიცია) ჩვიდმეტი წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელმა გაიარა „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“. ტრენინგებს უძღვებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
 
2016 წლის 5 ივნისს გაიმართა საზეიმო ცერემონია და ბიზნესასოციაციის წევრებს გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
 
1.jpg