სიხლეები   ტრენინგების მეექვსე ეტაპი დაიწყო
16.05.2016
  
 
ტრენინგების მეექვსე ეტაპი დაიწყო
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში 2016 წლის 16 მაისს დაიწყო და 30 მაისამდე გაგრძელდება ტრენინგები თემაზე „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“, რომელიც განკუთვნილია საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ების და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.

სწავლებას გაივლის 56 სპეციალისტი. აღსანიშნავია, რომ ტრენინგებში, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოცამდე თანამშრომელი ჩაერთო.
სწავლების დაწყებამდე მსმენელებს უტარდებათ პრეტესტირება. ათდღიანი სწავლების დასრულების შემდეგ, შესაბამისი ტესტირების შედეგად, მსმენელებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 
სააგენტოს მიერ შემოთავაზებული კურსი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და სურს კვალიფიკაციის ამაღლება.
სწავლებას უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
ტრენინგებს აფინანსებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.