სიხლეები   ცვლილებები "დროებით წესში"
03.02.2011
  
 

სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესში 2011 წლის 31 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N1 ბრძანებით განხორციელდა ცვლილებები, რომელთა შესაბამისად დროებითი წესის მოქმედების ვადა გაგრძელებულ იქნა 2011 წლის 1 მარტამდე.

ცვლილებებით ასევე  დარეგულირდა ინტერესთა კონფლიქტის საკითხი შემსყიდველ ორგანიზაციებსა და იმ საწარმოებს შორის, რომელთა აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ცვლილების შედეგად, ასეთ საწარმოებს ან/და მათ შვილობილ საწარმოებს არ ექნებათ ინტერესთა კონფლიქტი არცერთ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტით გათვალისწინებული ურთიერთობის არსებობის შემთხვევისა.

დროებითი წესის ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ნორმის მოქმედება გავრცელდა 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ცვლილების ტექსტი იხილეთ  შემდეგ ბმულზე: “სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის N9 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე