სიხლეები   ტუბერკულოზის სუპრარეგიონალური კონტროლის პროგრამა
13.10.2014
  
 

მოწვევა ტენდერში მონაწილეობის შესახებ

ქ. თბილისში ტუბერკულოზის ეროვნული სათაო ლაბორატორიის მშენებლობის დასრულების სამუშაოები 

თარიღი:        13 ოქტომბერი, 2014 

სესხის ნომერი და დასახელება:   ტუბერკულოზის სუპრარეგიონალური კონტროლის პროგრამა, BZM No 2007 66 204 

წინადადების წარმოდგენის

ბოლო ვადა: 27 ნოემბერი, 2014 15:00 სთ (ადგილობრივი დროით)

 

1. საქართველომ მიიღო გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარება KfW ENTWICKLUNGSBANK მეშვეობით, ტუბერკულოზის სუპრარეგიონალური კონტროლის პროგრამის განხორციელებისათვის და სურს ამ ფონდის შესაბამისი ნაწილით დააფინანსოს ტუბერკულოზის ეროვნული სათაო ლაბორატორიის მშენებლობის დასრულების სამუშაოები ქ. თბილისში.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს ტუბერკულოზის ეროვნული სათაო ლაბორატორიის მშენებლობის დასრულების სამუშაოებისათვის ქ. თბილისში.

3. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდენტებს , ვინც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნას:

- მსგავსი ხასიათის და მოცულობის სამუშაოები, რომელიც შესრულებული იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში. ამ სამუშაოთა ღირებულება მითითებული უნდა იყოს ევროში.

4. საკვალიფიკაციო და ასევე სხვა დამატებითი მოთხოვნები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

5. სამუშაოს შესრულების ვადა არის 4 (ოთხი) თვე.

6. ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შეუძლიათ 300 (სამასი) ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ, მისამართზე: თბილისი, 0159, აკაკი წერეთლის გამზირი N144, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მე-6 სართული, N601 ოთახი.

7. სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენაზე.

8. სატენდერო მოსაკრებელი უნდა ჩაირიცხოს შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში 200122900

ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 302006300

მომსახურე ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

კოდი:TRESGE22

 

შენიშვნა: აუცილებლად უნდა მიეთითოს, რომ მოსაკრებელი ირიცხება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით (დამატებით ველში უნდა მიეთითოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი, კოდი: 350101)

 

9. ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე, სატენდერო დოკუმენტაციას გაეცნოს სამუშაო დღეებში, 11:00-17:00 საათებში, მისამართზე: თბილისი, 0159, აკაკი წერეთლის გამზირი N144, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მე-6 სართული, N601 ოთახი.

10. სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში ტენდერის გახსნის დღიდან და უნდა იყოს უზრუნველყოფილი 2 000 (ორი ათასი) ევროს ექვივალენტური თანხის ოდენობის საბანკო გარანტიით ლარში (სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს სატენდერო წინადადებასთან ერთად).

11. სატენდერო წინადადება უნდა იყოს ჩაბარებული ქვემოთ მითითებულ მისამართზე 2014 წლის 27 ნოემბერს 15:00 საათამდე, რა დროსაც წინადადებები გაიხსნება იმ პრეტენდენტების თანდასწრებით, ვისაც ექნება დასწრების სურვილი. მისამართი: თბილისი, 0159, აკაკი წერეთლის გამზირი N144, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მე-6 სართული, N601 ოთახი.

12. დაგვიანებული წინადადებები არ განიხილება და გაუხსნელად დაუბრუნდებათ პრეტენდენტებს.

13. 2014 წლის 4 ნოემებრს 14:00 საათზე ჩატარდება წინასატენდერო კონფერენცია ტენდერში მონაწილეთათვის. მისამართი: ქ. თბილისი, აჭარის ქ. N8, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, საკონფერენციო დარბაზი.

14. დამკვეთის დასახელება და მისამართი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თბილისი, 0159, აკაკი წერეთლის გამზირი N144.

15. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი საკონტაქტო პირებისაგან:

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 1. გიორგი შიხაშვილი - GOPA Consultants-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი; ტელ.: 599 505431; 2. ირმა აბრამიშვილი - საქართველოს შრომის, კანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსის მ/შ; ტელ.: 2 510041 (შიდა 0705), 599 858485.