სიხლეები   ქ. ურეკში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, მოწოდება და მონტაჟი (WWTP), P43405-ICB-URE-02
29.07.2014
  
 

მოწვევა ტენდერში მონაწილეობის შესახებ

 

თარიღი:

28 ივლისი, 2014

სესხის ნომერი და დასახელება

სესხის No. 3078-GEO: საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3

კონტრაქტის ნომერი და დასახელება:

ქ. ურეკში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, მოწოდება და მონტაჟი (WWTP), P43405-ICB-URE-02

წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:

09 სექტემბერი, 2014 14:00 სთ (ადგილობრივი დრო)

 

 

1.             ურბანული მომსახურების საინვესტიციო პროგრამის ღირებულების უზრუნვეყოფის მიზნით, საქართველომ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკიდან (ADB). აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოხსენებული კონტრაქტის დასაფინანსებლად. საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდენტებს აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან, რომელთა სიაც მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის მეხუთე ნაწილში.  

 

2.             შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ (შემდგომში „დამქირავებელი“) აცხადებს დალუქული სატენდერო წინადადების მიღებას უფლებამოსილი პრეტენდენტებისგან, ქ. ურეკში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის პროექტირებასა და მშენებლობაზე (შემდგომში „ნაგებობა“). საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობა (ICB)  წარიმართება აზიის განვითარების ბანკის ორ ეტაპიანი სატენდერო პროცედურების შესაბამისად.

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდენტებს, ვინც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, თუმცა მოთხოვნები არ შემოიფარგლება მხოლოდ აქ არსებული სიით:

-          მსგავსი მოცულობისა და ხასიათის ხელშეკრულებები: ბოლო 5 წელიწადში წარმატებით განხორციელებული მინიმუმ ორი (2) ანალოგიური პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება, რომელთაგან თითოეულის ღირებულება შეადგენს 8.5 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტს, სადაც პრეტენდენტი გამოდიოდა კონტრაქტორად, მენეჯმენტ კონტრაქტორად ან ქვეკონტრაქტორად; მოცემული ხელშეკრულებები წინადადების წარმოდგენისას უნდა იყოს არსებითად ან სრულად დასრულებული. კონტრაქტები ანალოგიურად ჩაითვლება ხელშეკურლების მოცულობის, სამუშაოების ტიპის, სირთულის, მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, რაც დეტალურად მოცემულია დამსაქმებლის მოთხოვნებში (სატენდერო დოკუმენტაციის მეექვსე ნაწილი);

-          საშუალო წლიური ბრუნვა: მინიმუმ 10.6 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობის საშუალო წლიური ბრუნვა, რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს სრული დადასტურებული გადახდებით, მიღებული ბოლო სამ წელიწადში მიმდინარე ან დასრულებულ კონტრაქტებიდან (ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში: თითოეული პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი მოთხოვნის 25%-ს, ხოლო ერთი პარტნიორი 40%-ს);

-           ფინანსური რესურსები: ნაღდი ფულის მიმოქცევა მოცემული კონტრაქტისთვის წარმოადგენს 1.5 მილიონ აშშ დოლარის ექვივალენტს (ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში: თითოეული პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნის 25%-ს ხოლო ერთი პარტნიორი მოთხოვნის 40%-ს); და

-          დანარჩენი კრიტერიუმები, რომელიც მოეთხოვება პრეტენდენტს, მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის მესამე ნაწილში

„ნაგებობა“ განთავსებულია გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონში, ქალაქ ურეკში და მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, თბილისიდან დაახლოვებით 300 კილომეტრში.

                სამუშაოების მოკლე აღწერილობა:

 

ა) ქ. ურეკში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, მშენებლობა და შემოწმება/ტესტირება. პროექტირება უნდა განხორციელდეს შემდეგი გათვლით: 2020 წლისთვის „ნაგებობა“ უნდა მოემსახუროს სრული დინებისა და დაბინძურების პირობებში 20,000 მოსახლეს, თუმცა ამასთანავე იმგვარად უნდა მოხდეს პროექტირება რომ 2040 წლისთვის შესაძლებელი იყოს „ნაგებობის“ გაფართოვება. ნაგეობა უნდა მოიცავდეს საქაჩ სადგურებს, ფილტრებს, კონდიცირებას და ნარჩენების სათავსოებს, ადმინისტრაციულ და ოპერაციულ შენობებს, ნარჩენების კონცენტრატორს და ა.შ.

 

ბ) კანალიზაცის გამწმენდი ნაგებობიდან მდინარისკენ მიმავალი შემავალი ხაზის პროექტირება, მშენებლობა და შემოწმება.

 

მშენებლობის პერიოდი შეადგენს 730 დღეს (რომელიც ასევე მოიცავს ტესტირების, ტრეინინგის და ექსპლუატაციაში მიღების პერიოდს).

 

3. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, პრეტენდენტები უნდა დაუკავშირდნენ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ შემდეგ მისამართზე:

 

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“

0186, ვაჟა-ფშაველას გამზირი 76, თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 32) 291 90 60

ელექტრონული ფოსტის მისამართი: m.shalamberidze@water.gov.ge, i.mazanishvili@water.gov.ge

 

4.        სატენდერო დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე შესაძენად, უფლებამოსილმა პრეტენდენტებმა უნდა უზრუნველყონ:

·         ქ. ურეკში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის პროექტირებასა და მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის (ნომერი: P43405-ICB-URE-02) მოთხოვნის შესახებ წერილის გამოგზავნა ზემოაღნიშნულ მისამართზე;

·         300 აშშ დოლარის ოდენობის აუნაზღაურებელი გადასახადის გადახდა აღნიშნული დოკუმენტაციის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მისაღებად ან 500 აშშ დოლარის ოდენობის აუნაზღაურებელი გადასახადის გადახდა, დოკუმენტაციის კურიერის მეშვეობით მიღების შემთხვევაში.

 

ელექტრონული გადარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:

 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

სს ლიბერთი ბანკი, ცენტრალური ფილიალი

SWIFT კოდი:                        LBRTGE22

ანგარიშის ნომერი:             GE67LB0113123325230095 GEL

GE40LB0113123325230096 USD

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია 2014 წლის 28 ივლისიდან, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ელექტრონული გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. ალტერნატივის სახით, წერილობითი მოთხოვნის წარდგენისა და გადასახადის უზრუნვეყლოფის შემდეგ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურიერის მეშვეობით გაუგზავნის სატენდერო დოკუმენტაციას დაინტერესებულ პრეტენდენტებს. სატენდერო დოკუმენტაცია გაიცემა დაბეჭდილი ფორმატით (ელექტორნული ვერსიის გაცემაც მოხდება, თუმცა ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს შორის არსებული შეუსაბამოების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ბეჭდურ ვერსიას).

 

5.        წარმოადგინეთ თქვენი სატენდერო წინადადება:

·         ზემოაღნიშნულ მისამართზე

·         2014  წლის 09 სექტემბრის 14:00 საათზე (ადგილობრივი დროით) ან უფრო ადრე

·         სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიასთან ერთად.       

სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება უშუალოდ მათი მიღების ბოლო ვადის დასრულებისთანავე, პრეტენდენტის მიერ შერჩეული წარმომადგენლის თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ დასწრებას.

 

6.        აზიის განვითარების ბანკის წესების მიხედვით არსებული ადგილობრივი შეღავათების გამოყენება  არ მოხდება.