მომხმარებელთა საყურადღებოდ !
გაცნობებთ, რომ სააგენტოს ცხელი ხაზი გადასულია დისტანციურ მომსახურებაზე.
დასაკავშირებლად გთხოვთ ისარგებლოთ შემდეგი ნომრებით: 551 117374 ან 599 858536
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 - 18:00 სთ. შესვენება 13:00 - 14:00 საათამდე.
შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში. კერძოდ, ცვლილების თანახმად, განისაზღვრა მიმწოდებლის სისტემაში სავალდებულოდ დარეგისტრირება, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება 5 000 ლარს. ამასთან საგულისხმოა, რომ ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება არარეზიდენტ პირთან. გარდა ამისა, დადგინდა, სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისა და გამოქვეყნების/შეთანხმების განსხვავებული წესი. ამავდროულად, რეგლამენტირებულ იქნა ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სისტემაში ატვირთვის, ასევე ხელშეკრულების შესრულების ვადის ცვლილების სააგენტოსთან შეთანხმების წესი.
ხსენებული ცვლილებები ამოქმედდება 2021 წლის 1 მარტიდან.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული.
ტრენინგი “სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ კურსი“ სახელმწიფო უწყებების შესყიდვების სპეციალისტებისათვის
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით, ამავე უწყების სასწავლო ცენტრი ტრენინგებს „სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ კურსი“ანახლებს მიმდინარე წლის 1 მარტიდან, სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული იურიდიული პირების (სსიპ - ები, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
ტრენინგს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია:
http://procurement.gov.ge/TrainingCenter/training/registration.aspx
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 577 570 577 თინათინ ალენი
555 20 02 53 ნათია ბედენაშვილი
577 24 44 28 ნინო ჭავჭავაძე
ელ.ფოსტა: training.center@spa.ge
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს შემსყიდველ ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების გეგმაზომიერად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უზრუნველყონ სახელმწიფო შესყიდვების პროცესისათვის თადარიგის დროული დაჭერა, მისი გონივრული დაგეგმარება, რათა სატენდერო პროცედურების გამოყენებით განახორციელონ სახელმწიფო შესყიდვები.
რაც შეეხება ახალი კორონავირუსის (COVID-19) აღკვეთისა და პრევენციისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს, სატენდერო პროცედურების გარეშე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შესყიდვები.
შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ზემოაღნიშნულის იგნორირების შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად თანხმობის მიღების მიზნით მომართვისას, სააგენტოს მიერ არ იქნება გაცემული თანხმობა გამარტივებული შესყიდვების განხორციელებაზე, ხოლო, პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე მთლიანად დაეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციებს.
შემსყიდველი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!
როგორც თქვენთვის ცნობილია, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 2 ივლისის №6730-რს საქართველოს კანონით კარდინალური რეფორმირება განიცადა დღეს მოქმედმა დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის სამართლებრივმა ფორმამ. იმავდროულად, გაიზარდა დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებას დაქვემდებარებულ საკითხთა ნუსხა. ხსენებული კანონითვე განისაზღვრა, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან გასაჩივრებას დაექვემდებარება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 2 ივლისის №6730-რს საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, ცვლილებები განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის შემდეგ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.
ხსენებული ცვლილებები ამოქმედდება 2021 წლის 1 იანვრიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების აუცილებლობის გათვალისწინებითა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის დაცვით, აგრეთვე, „2020-2021 წლების განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2394 განკარგულების მე-5 პუნქტის საფუძველზე, სატელევიზიო არხების თანხმობისა და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით (იხ. ოქმები NCON200000162-2; NCON200000163-3; NCON200000164-3), სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) 2020-2021 წლების კონსოლიდირებული ტენდერების (CON200000162; CON200000163; CON200000164) ფარგლებში მომსახურების ვადა გაგრძელდა 2021 წლის ახალი კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 15 აპრილის ჩათვლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, 2021 წლის განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გასაფორმებლად მიმართოთ წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერებში (CON200000162; CON200000163; CON200000164) გამარჯვებულ მიმწოდებლებს.
გთხოვთ, იხ. ბმული...
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს N446 დადგენილების საფუძველზე, 2021 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებში (თორმეტივე ლოტში) გამოვლინდნენ გამარჯვებული მიმწოდებლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შეუფერხებლად განხორციელებისა და უწყვეტობის აუცილებლობიდან გამომდინარე, გთხოვთ, დროულად მიმართოთ გამარჯვებულ მიმწოდებლებს სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გასაფორმებლად.
შესაბამისად, გთხოვთ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მთავარ გვერდზე (www.spa.ge), კონსოლიდირებული ტენდერების მოდულში, კერძოდ, მიმდინარე კონსოლიდირებულ ტენდერებში, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესაბამის პანელში, იხილოთ განახლებული ინფორმაცია, 2021 წლის ავტოდაზღვევის კონსოლიდირებული ტენდერების შედეგების გათვალისწინებით.
გთხოვთ, იხ. ბმული...
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ფიჭური სატელეფონო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების აუცილებლობის გათვალისწინებით, „2018-2019 წლების განმავლობაში ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის N225 განკარგულების მე-5 პუნქტის საფუძველზე, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით (იხ. ოქმი N8) 2018-2019 წლების კონსოლიდირებული ტენდერის (CON170000115) ფარგლებში მომსახურების გაწევის ვადა გაგრძელდა 2021-2022 წლების კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე ან/და გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმებისა და პორტირების პროცედურების დასრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
გთხოვთ, დროულად მიმართოთ გამარჯვებულ მობილურ ოპერატორებს ხელშეკრულებების გაფორმებისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების მიზნით.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2021 წლის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებულ ტენდერებში გამოვლინდნენ გამარჯვებული მიმწოდებლები.
ზემოაღნიშნულისა და საწვავის მიწოდების უწყვეტობის გათვალისწინებით, გთხოვთ, დროულად მიმართოთ მიმწოდებლებს შესაბამისი საწვავის შესყიდვისა და ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2020 წლის 29 სექტემბერს გამოცხადებული A4 ფორმატის უმაღლესი ხარისხის (CON200000238) და პირველი ხარისხის (CON200000237) საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში (IV კვარტალი), სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადა იწურება 2020 წლის 31 დეკემბერს. ვინაიდან, მიმდინარე მდგომარეობის მიხედვით, აღნიშნული ტენდერების ფარგლებში დაგეგმილი შესყიდვების რაოდენობის მნიშვნელოვანი წილი ამ ეტაპზე ათვისებული არ არის, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
იმ შემთხვევაში, თუ გესაჭიროებათ A4 ფორმატის უმაღლესი ან/და პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის შესყიდვა, მსოფლიო პანდემიის გამო არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, 2021 წლის I კვარტალის კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში საქონლის მიწოდების შეფერხებისა და გამარტივებული შესყიდვის შემთხვევების ზრდის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, დროულად, არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა, მიმართოთ მიმდინარე კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში (CON200000237; CON200000238 2020 წლის IV კვარტალი) გამარჯვებულ მიმწოდებელს, საჭირო პროდუქციის შესყიდვის მიზნით.
სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭო მხარეებს მიმართავს თხოვნით, განსაკუთრებული საჭიროებისა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჩივრის განხილვის სხდომებზე დასწრებისგან - გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.