შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2019 წლის 13 ივნისიდან CMR მოდულში ახალი ანგარიშის რეგისტრაციის ფორმაში განხორციელდება ტექნიკური ცვლილებები. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული
რეკომენდაცია ხელშეკრულების ელექტრონულად გაფორმებისას ხელშეკრულების დადების თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით
იხილეთ სრულად
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
2018 წლის 26 ნოემბერის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სისტემურ შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების დანართით განსაზღვრულ საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, დამატებით გაცნობებთ შემდეგს.
იხილეთ მიბმული ფაილი
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
სააგენტო მოუწოდებს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველებს/პრეტენდენტებს/მიმწოდებლებს, გაატარონ სათანადო მოსამზადებელი ღონისძიებები, რათა 2019 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვა.
იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია