ელექტრონული სისტემა
კონსოლიდირებული ტენდერები
ელექტრონული კატალოგი
დავების
საბჭო
შესყიდვები დონორების
სახსრებით
ელექტრონული სისტემის
სატესტო ვერსია
თეთრი სია
შავი სია
გაფრთხილებულ
მიმწოდებელთა სია
სააგენტოს შესახებ
სასწავლო ცენტრი
მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები
ხშირად დასმული შეკითხვები
სიახლეები | ბაზრის კვლევა
 

 ტრენინგი “სახელმწიფო  შესყიდვების კურსი“ სახელმწიფო უწყებების   შესყიდვების  სპეციალისტებისათვის

 

• 2023 წლის 13 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით, ამავე უწყების სასწავლო ცენტრში,  ჩატარდება ტრენინგი „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“, სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული სსიპ - ები, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ. შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.

 

ტრენინგს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით. 

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია:

 

http://procurement.gov.ge/ka/page/registration 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

 

ტელ: 555 20 02 53 ნათია ბედენაშვილი

577 24 44 28 ნინო ჭავჭავაძე

577 50 37 71 თამარ ბაბუნაშვილი

ელ.ფოსტა: training.center@spa.ge 

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ იგეგმება მძიმე ტვირთამწეობის საბურავების (სასოფლო და სატვირთო დანიშნულების) შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება. გთხოვთ მეილის საშუალებით მოგვაწოდოთ ინფორმაცია, 2023 წლისთვის საჭირო რაოდენობის შესახებ  თანდართული ფაილის სახით  tire2021-2022@spa.gov.ge-ზე არაუგვიანეს 25 იანვრისა. .

 

ყურადღება !!!

 

გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოთ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ხელშეკრულებების გაფორმების სავალდებულო ვადაზე, ვინაიდან აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ გამარჯვებული პრეტენდენტი უფლებამოსილი იქნება უარი განაცხადოს ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნული, სატენდერო კომისიის მიერ, არ იქნება განხილული როგორც უარი საბურავების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე.

 

საკონტაქტო პირი: ლაშა კირვალიძე 571 255 255

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ მცირე ტვირთამწეობის ზაფხულის საბურავების (2023 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის პერიოდისათვის) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება. გთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ CTD მოდულის საშუალებით, არაუგვიანეს 2023 წლის 23 იანვრის ჩათვლით.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

 

 

 

სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ !

 

როგორც თქვენთვის ცნობილია „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების თანახმად, საჯარო დაწესებულებებს, ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლებამოსილება, გამოეყენებინათ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა.

 

გაცნობებთ, რომ აღნიშნული დადგენილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლი, რომელიც მოქმედებდა 2023 წლის 1 იანვრამდე და მისი მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა. შესაბამისად, დადგენილებაში არსებულ დებულებებს არ აქვს სამართლებრივი ძალა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

 

კომპიუტერული ტექნიკის 2023 წლის კონსოლიდირებული ტენდერების შესახებ!

 

2023 წლის განმავლობაში სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებში (CON220000355; CON220000356) სატენდერო კომისიის № CON ე 23/02 ოქმის საფუძველზე, წინადადების მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ამავე ოქმით, შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცათ მითითება დროულად მიმართონ გამარჯვებულს ხელშერკრულებ(ებ)ის დადების მიზნით.

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

 

საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების 2023 წლის კონსოლიდირებული ტენდერების შესახებ!

 

გაცნობებთ, რომ 2023 წლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებში გამოვლენილია გამარჯვებული მიმწოდებლები.

 

გამარჯვებული მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე  http://procurement.gov.ge/files/showfiles?id=f8268351-6fe0-4310-a262-f6f8dc2b92ff 

 

გთხოვთ, დროულად მიმართოთ გამარჯვებულ მიმწოდებლებს ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

 

599 46 93 97 თინათინ ასრათაშვილი

577 92 16 61 საბა ლუტიძე

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა 2022 წლის 30 დეკემბრის №612 დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“.

 

დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულია შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდების) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები, რომელთა ფარგლებში საქართველოს მთავრობის/პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული/ანგარიშვალდებული საბიუჯეტო ორგანიზაციების, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების, რომელთა ხელმძღვანელსაც ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას.

 

დადგენილების №2 დანართით განსაზღვრულია შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის მიხედვით კლასიფიკატორის კოდები და მონეტარული ზღვრები, რომელთა ფარგლებში, „პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №646 დადგენილებით განსაზღვრული, პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების, მათ დაქვემდებარებაში მყოფი/კონტროლირებადი დაწესებულებების/საჯარო ან/და კერძო სამართლის იურდიული პირების მიერ, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წინასწარ თანხმობას.

 

დადგენილების №2 დანართთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს: 0322 411 950; 0322 414 352. E-mail: info-ota@ssg.gov.ge  

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2023 წლის კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ!

 

გაცნობებთ, რომ 2023 წლის განმავლობაში ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში (CON220000397) გამოვლინდნენ გამარჯვებული მიმწოდებლები: შპს „მაგთიკომი“ (ს/ნ 204876606) და სს „სილქნეტი“ (ს/ნ 204566978). 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შეუფერხებლად განხორციელებისა და უწყვეტობის აუცილებლობიდან გამომდინარე, გთხოვთ, დროულად მიმართოთ გამარჯვებულ მიმწოდებლებს ფიჭური სატელეფონო მომსახურების  სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისა და პორტირების პროცედურების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხორციელების მიზნით. 

 

შესაბამისად, გთხოვთ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მთავარ გვერდზე (www.spa.ge), კონსოლიდირებული ტენდერების მოდულში, კერძოდ, მიმდინარე კონსოლიდირებულ ტენდერებში, ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესაბამის ველში, იხილოთ განახლებული ინფორმაცია, 2023 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების  კონსოლიდირებული ტენდერის შედეგების გათვალისწინებით. გთხოვთ, იხ. ბმული... 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

ავტოდაზღვევის 2023 წლის კონსოლიდირებული ტენდერების შესახებ!

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს N446 დადგენილების საფუძველზე, 2023 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებში (თერთმეტივე ლოტში) გამოვლინდნენ გამარჯვებული მიმწოდებლები. 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შეუფერხებლად განხორციელებისა და უწყვეტობის აუცილებლობიდან გამომდინარე, გთხოვთ, დროულად მიმართოთ გამარჯვებულ მიმწოდებლებს სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გასაფორმებლად. 

 

შესაბამისად, გთხოვთ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მთავარ გვერდზე (www.spa.ge), კონსოლიდირებული ტენდერების მოდულში, კერძოდ, მიმდინარე კონსოლიდირებულ ტენდერებში, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესაბამის ველში, იხილოთ განახლებული ინფორმაცია, 2023 წლის ავტოდაზღვევის კონსოლიდირებული ტენდერების შედეგების გათვალისწინებით. გთხოვთ, იხ. ბმული...

 

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

 

(გაფრთხილება!)

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის № 2 ბრძანებით დამტკიცებული შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის შესაბამისად,  შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთონ მათი დადებიდან არაუგვიანეს 10  დღის ვადაში.

 

ამასთან, შეგახსენებთ, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება და მათი შემდგომი ადმინისტრირება, რაც გულისხმობს კონსოლიდირებული ტენდერების  ფარგლებში გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებების მონიტორინგს, მათ შორის: შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებელს/მიმწოდებლებს შორის შესყიდვის ხელშეკრულებების დადების პროცესის ზედამხედველობას, მხარეთა მიერ შესყიდვის ხელშეკრულებებითა და კონსოლიდირებული ტენდერით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს;

 

გაცნობებთ, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის აპარატი მონიტორინგს უწევს კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულებების დროულად ატვირთვის პროცესს, რის შედეგადაც გამოვლონდა ზემოაღნიშნული ვადის დარღვევის ხშირი ფაქტები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე იმისათვის, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიამ შეძლოს საკუთარი ფუნქციების განხორციელება,  გთხოვთ შეასრულოთ  თქვენი ვალდებულება და კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებები ატვირთოთ ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველებში, არაუგვიანეს მათი დადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

პატივისცემით,

 

კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ, შერჩევა/შეფასების დროს ტექნიკური ხასიათის შეცდომებისა და უზუსტობების თავიდან აცილების მიზნით, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციის მთავარი შემადგენელი დოკუმენტის - ფასების ცხრილის (ხარჯთაღრიცხვა)  Excel-ის ფორმატის სახით განთავსებასთან დაკავშირებით.

 

 გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ ზოგიერთ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. კერძოდ, „თეთრი სიის წარმოების წესსა და პირობებში“, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესსა“ და „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესსა და პირობებში“, ასევე, „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“.

 

განხორციელებული ცვლილებებით დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციების, ასევე მიმწოდებლების მიერ შესასრულებელი მთელი რიგი ვალდებულებებისა. მათ შორის, ახლებურად წესრიგდება თეთრ სიაში დარეგისტრირების სამართლებრივი შედეგი და თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი გათავისუფლდება მხოლოდ იმ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულებისაგან, რომელთა სააგენტოში წარდგენაც სავალდებულოა თეთრ სიაში დასარეგისტრირებლად/რეგისტრაციის ვადის გასაგრძელებლად. შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იქნება, თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს მოსთხოვოს მხოლოდ ის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის/რომელთა წარდგენა, კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო არ არის თეთრ სიაში დარეგისტრირების/რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით. გარდა ამისა, იცვლება თეთრ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მარეგულირებელი მთელი რიგი დებულებებისა.

 

ამავე ცვლილებებით, დისკვალიფიკაციის საფუძვლად განისაზღვრა სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემებისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო/საკონკურსო პირობებთან შეუსაბამობა. ამასთან, თუ პრეტენდენტი, მის მიერ სისტემაში ატვირთული დოკუმენტის/ინფორმაციის გადახაზვით, უარს იტყვის აღნიშნულ დოკუმენტზე/ინფორმაციაზე მისი წარდგენისთვის კანონმდებლობით ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი/ინფორმაცია ჩაითვლება სატენდერო/საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად ან/და სატენდერო/საკონკურსო წინადადების სახით წარდგენილად. ამავდროულად, დგინდება შეწყვეტის ოქმის დასაბუთების უფრო მაღალი სტანდარტი და შეწყვეტის ოქმში მითითებული უნდა იყოს ის კონკრეტული გარემოებები და არგუმენტები, რომლებმაც განაპირობა ტენდერის/კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობა.

 

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული.

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით. ხსენებული დოკუმენტი განსაზღვრავს ელექტრონული ტენდერის განხორციელებამდე გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებს. მითითებული რეკომენდაციებით გათვალისწინებული აუცილებელი ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელება მნიშვნელოვანია ელექტრონული ტენდერის წარმატებით ჩატარების, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციისა და ბიზნეს წრეების ინტერესების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.

შემსყიდველ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, გაითვალისწინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაცია, რათა მიღწეულ იქნეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნები და უზრუნველყოფილ იქნას ელექტრონული ტენდერის წარმატებით განხორციელება.

გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.

 

 

 
საჯარო შეტყობინება – შპს „ბაკშტეინ ჯორჯია“ საჯარო შეტყობინება – შპს „ბაკშტეინ ჯორჯია“ 27.01.2023

  

ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმება ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმება 04.01.2023

  

დეპუტატებმა  საქართველოში დეკარბონიზაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს დეპუტატებმა საქართველოში დეკარბონიზაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს 21.12.2022

  

სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის ანგარიში სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის ანგარიში 21.12.2022

  

საჯარო შესყიდვის სპეციალისტები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან საჯარო შესყიდვის სპეციალისტები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან 21.12.2022

  

  • |<
  • <
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • …
  • >
  • >|
  • სააგენტოს შესახებ
    • დებულება
    • შინაგანაწესი
    • ფუნქციები
    • თავმჯდომარე
    • ადამიანური რესურსები
    • ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
    • საბანკო რეკვიზიტები
  • E - ბიბლიოთეკა
    • სამართლებრივი აქტები
    • მემორანდუმები
    • სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
    • ანალიტიკური კვლევები და ანგარიშები
    • სახელმძღვანელოები
    • მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები
    • სასარგებლო ელექტრონული რესურსები
  • თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან
    • მედია-რელიზები
    • E-Newsletter
    • საჯარო ინფორმაცია
    • პარტნიორები სამოქალაქო საზოგადოებიდან
  • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • საერთაშორისო კანონმდებლობა
    • სამოქმედო გეგმები
    • საერთაშორისო ანგარიშები
    • საერთაშორისო პუბლიკაციები
    • საერთაშორისო პარტნიორები
    • საერთაშორისო ღონისძიებები

რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა N8
0113 თბილისი

+995 32 2 242 248

info@procurement.gov.ge

რეგისტრაციისათვის:
registration@spa.ge

ცხელი ხაზი: 2 48 48 22

Eng ქარ