შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების 2025 წლის კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით, საჭიროა მოხდეს შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების იდენტიფიცირება და აგრეგირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, 2025 წლის განმავლობაში კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით განსახორციელებელი შესყიდვების გეგმების შესახებ ინფორმაცია წარმოგვიდგინოთ CTD მოდულის მეშვეობით შესაბამის ანგარიშებში.
გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ თითოეული შესყიდვის ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოწოდების ვადებზე, რათა დროულად და მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყოთ გეგმების წარმოდგენა.
CTD მოდულის მეშვეობით დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, თქვენი საჭიროებები არ იქნება ასახული კონსოლიდირებული ტენდერებით შესასყიდი საქონლის/მომსახურების რაოდენობებში.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით CTD მოდულში მითითებულ შესაბამის საკონტაქტო ნომრებზე.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე, 2025 წლის 1 იანვრიდან - 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მედიკამენტების კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მონაცემების აგრეგირება.
კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2024 წლის 25 სექტემბრისა, აღნიშნულ მეილზე pharm2025@spa.gov.ge გადმოგზავნოთ ინსტრუქციის მიხედვით შევსებული ცხრილი (იხ. ბმული) იმ მედიკამენტების (CPV 33600000 - ფარმაცევტული პროდუქტები) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2025 წლის სახსრებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
+995 32 2 242 248 შიდა: 39
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე, 2025 წლის 1 იანვრიდან - 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სახარჯი მასალების (მაგ.: ნიღაბი, ხელთათმანი და ა.შ.) კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მოსამზადებელი ღონისძიებები.
კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის მიზნით, არაუგვიანეს 2024 წლის 25 სექტემბრისა, აღნიშნულ მეილზე med2025@spa.gov.ge გადმოგზავნოთ ინსტრუქციის მიხედვით შევსებული ცხრილი (იხ. ბმული) იმ სამედიცინო სახარჯი მასალების (CPV 33100000 - სამედიცინო მოწყობილობების) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2025 წლის სახსრებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
+995 32 2 242 248 შიდა: 39
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
(ავტოდაზღვევის კონსოლიდირებული ტენდერების შესახებ)
გაცნობებთ, რომ 2025 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადება.
კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის, წარმატებულად ჩატარებისა და შემდგომი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად გასაწევი ღონისძიებების ფარგლებში (უშუალოდ აგრეგირების პროცესის დაწყებამდე), დასაზღვევი სატრანსპორტო საშუალებების სადაზღვევო ღირებულებების დადგენის მიზნით, იმ შემსყიდველ ორგანიზციებს, რომლებიც გეგმავთ სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით, სატენდერო კომისია მოგმართავთ რეკომენდაციით, რომ დროულად უზრუნველყოთ თქვენი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული (რიცხული) სატრანსპორტო საშუალებების აფასება/შეფასების (საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით) განხორციელება არაუგვიანეს 2024 წლის 4 ოქტომბრისა. ვინაიდან, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შეუფერხებლად განხორციელებისა და რაციონალური ხარჯვის პრინციპის დაცვის გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის საბალანსო ღირებულებები მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული საბაზრო ღირებულებებს, მაგრამ არანაკლებ საბაზრო ღირებულების 85%-ისა, რათა ზიანის ანაზღაურება არ განხორცილდეს სადაზღვევო თანხისა და საბაზრო ღირებულების შეფარდების შესაბამისად და თავიდან იქნეს აცილებული არასრული დაზღვევით დარეგულირებული შემთხვევები.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის #593 დადგენილებითა და „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 15 იანვრის #2/ნ ბრძანებით განისაზღვრა ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა გაცემისას/რეალიზაციისას დადგენილია საქონლის დასაშვები მაქსიმალური ფასის ზედა ზღვარი. ხოლო, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის დადგენილ მაქსიმალურ ფასზე ძვირად გაცემა/რეალიზაცია გამოიწვევს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ამრიგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასების რეგულირებიდან გამომდინარე, 2024-2025 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის #593 დადგენილებითა და „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 15 იანვრის #2/ნ ბრძანებით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვა, შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების შესაბამისად, განხორციელდეს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გიგზავნით (იხ. დანართი ცხრილის სახით) იმ ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალს, რომელზეც აღარ იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერით შესყიდვის პროცედურების განხორციელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული გარემოება და თქვენი ორგანიზაციის მიერ, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოთ შესყიდვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 21 აგვისტოს №3 ბრძანებაში და შეიცვალა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრები, კერძოდ, ერთგვაროვანი საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრად განისაზღვრა – 143 000 ევროს ეკვივალენტი ლარში, ხოლო – ერთგვაროვანი სამუშაოს შემთხვევაში – 5 538 000 ევროს ეკვივალენტი ლარში.
შეგახსენებთ, რომ ხსენებული ცვლილებები ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.
შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებასა და „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში.
ცვლილების თანახმად, სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.
ზემოაღნიშნული ცვლილება ამოქმედდება 2023 წლის 1 დეკემბრიდან და გავრცელდება მისი ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №612 დადგენილების №2 დანართით განსაზღვრულია CPV კოდები (შესაბამისი მონეტარული ზღვრებით), რომელთა ფარგლებშიც განსახორციელებელი შესყიდვების შესახებ ინფორმაცია უნდა წარედგინოს სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს მოცემული ცხრილის (იხ. დანართი) შესაბამისად.
დადგენილების №2 დანართთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს: 0322 411 950; 0322 414 352. E-mail: info-ota@ssg.gov.ge
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე არსებულ რეკომენდაციაში განახორციელა ცვლილება.
ცვლილების შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპის გათვალისწინებით, შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკებისა და პირგასამტეხლოს დანიშნულების მხედველობაში მიღებით, პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვროს რეკომენდაციით დადგენილ ოდენობაზე მეტი, თუმცა „გონივრული ოდენობით“. ასეთ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და საპირწონე. კერძოდ, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს პირგასამტეხლოსა და ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა, მათ შორის, ვალდებულების დარღვევის სიმძიმე, მასშტაბი, პერიოდულობა, ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელი ზიანი ან/და სხვა ობიექტური გარემოებები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგების სრულყოფილად და სტანდარტულად განხორციელების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის CMR მოდულში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება - ჩაიშალა დოკუმენტების ასატვირთი ველები და დაჯგუფდა თემატურად.
ამასთან, ასატვირთი ველების ჩამონათვალში გათვალისწინებულ იქნა როგორც სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტების ველები („ხელშეკრულება/გათანაბრებული დოკუმენტი“, „ინტერესთა კონფლიქტის ხელწერილი“, „ხელშეკრულების ცვლილების დოკუმენტი“, „შესრულების/შეუსრულებლობის დოკუმენტი“, „შემსყიდველის/მიმწოდებლის კორესპონდენცია“), ასევე, შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, დაემატა ბაზრის კვლევის დოკუმენტ(ებ)ის ასატვირთი ველი („ბაზრის კვლევის დოკუმენტი“).
გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ ზემოთაღნიშნული დოკუმენტების CMR-მოდულის შესაბამის ველში განთავსებას!
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობის უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ
გაცნობებთ, რომ „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანების შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხადოს შესაბამის ტენდერში/კონკურსში სატენდერო/საკონკურსო წინადადების მიღების ვადის დასრულებიდან 30 დღის ვადაში ნებისმიერი პერიოდულობით, გამოცხადებული ტენდერების/კონკურსების რაოდენობის შესაბამისად. დღესდღეობით მთელ რიგ შემსყიდველ ორგანიზაციებს აქვთ ზემოაღნიშნული საფასურის დავალიანება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ. მიუხედავად ყოველთვიური, პერმანენტული გაფრთხილებებისა, რომ დროულად დაფარულიყო ეს დავალიანება, ცალკეულ შემსყიდველ ორგანიზაციებს ამასთან დაკავშირებით რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ. სწორედ ამიტომ, ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისათვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, მათთვის სისტემით სარგებლობის უფლების შეზღუდვას არსებული დავალიანების სრულად გადახდამდე, 2023 წლის 1 მაისიდან სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის არსებული დავალიანების მქონე ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას შეეზღუდება სისტემით სარგებლობის უფლება დავალიანების სრულად გადახდამდე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოაღნიშნული და სრულად დაფაროთ სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის არსებული დავალიანება 2023 წლის 1 მაისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე მთლიანად დაეკისრება დავალიანების არგადამხდელ შემსყიდველ ორგანიზაციას.
სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ შეიქმნა ახალი ოფიციალური ვებ-გვერდი – https://drc.gov.ge/. აღნიშნულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია, დოკუმენტაცია და დაკავშირებული ელ.-სერვისები, მათ შორის, პირდაპირი კომუნიკაცია გასაჩივრების ელექტრონულ მოდულთან, საჩივრების შინაარსი და დაკავშირებული დეტალები, საბჭოს სხდომების განრიგი და განსახილველი საჩივრების ნუსხა, სხვა სასარგებლო დოკუმენტაცია, როგორიცაა სამართლებრივი აქტები, სახელმძღვანელოები და გადაწყვეტილებების განზოგადოებული პრაქტიკა.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ დავების განხილვის საბჭოს აპარატს: (032) 2 44 07 70 (25-00); E-mail: Disputes@gnca.gov.ge
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა 2022 წლის 30 დეკემბრის №612 დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“.
დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულია შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდების) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები, რომელთა ფარგლებში საქართველოს მთავრობის/პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული/ანგარიშვალდებული საბიუჯეტო ორგანიზაციების, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების, რომელთა ხელმძღვანელსაც ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას.
დადგენილების №2 დანართით განსაზღვრულია შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის მიხედვით კლასიფიკატორის კოდები და მონეტარული ზღვრები, რომელთა ფარგლებში, „პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №646 დადგენილებით განსაზღვრული, პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების, მათ დაქვემდებარებაში მყოფი/კონტროლირებადი დაწესებულებების/საჯარო ან/და კერძო სამართლის იურდიული პირების მიერ, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წინასწარ თანხმობას.
დადგენილების №2 დანართთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს: 0322 411 950; 0322 414 352. E-mail: info-ota@ssg.gov.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
(გაფრთხილება!)
როგორც თქვენთვის ცნობილია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის № 2 ბრძანებით დამტკიცებული შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთონ მათი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება და მათი შემდგომი ადმინისტრირება, რაც გულისხმობს კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებების მონიტორინგს, მათ შორის: შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებელს/მიმწოდებლებს შორის შესყიდვის ხელშეკრულებების დადების პროცესის ზედამხედველობას, მხარეთა მიერ შესყიდვის ხელშეკრულებებითა და კონსოლიდირებული ტენდერით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს;
გაცნობებთ, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის აპარატი მონიტორინგს უწევს კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულებების დროულად ატვირთვის პროცესს, რის შედეგადაც გამოვლონდა ზემოაღნიშნული ვადის დარღვევის ხშირი ფაქტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე იმისათვის, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიამ შეძლოს საკუთარი ფუნქციების განხორციელება, გთხოვთ შეასრულოთ თქვენი ვალდებულება და კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებები ატვირთოთ ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველებში, არაუგვიანეს მათი დადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
პატივისცემით,
კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია
შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ, შერჩევა/შეფასების დროს ტექნიკური ხასიათის შეცდომებისა და უზუსტობების თავიდან აცილების მიზნით, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციის მთავარი შემადგენელი დოკუმენტის - ფასების ცხრილის (ხარჯთაღრიცხვა) Excel-ის ფორმატის სახით განთავსებასთან დაკავშირებით.
გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.