სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლისა და რეაბილიტაციის მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მიზნით.
მომსახურების მიმღები ბენეფიციარები იქნებიან ბავშვები, რომელთაც არ შეუძლიათ დღის ცენტრის ან სხვა რაიმე სახის მომსახურების მიღება სახლს გარეთ.
მომსახურება უნდა განახორციელოს კვალიფიციურმა ორგანიზაციამ, რომელსაც ჰყავს შემდეგი სპეციალისტები:
სპეციალური პედაგოგი - უმაღლესი განათლება სპეციალურ პედაგოგოკაში ან მომიჯნავე სპეციალობებში (ფსიქოლოგი, ოკიპაციური თერაპევტი), მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება შშპ ბავშვების მომსახურების სფეროში;
ფსიქოლოგი - უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში, რომელსაც გავლილი აქვს „ქცევის გამოყენებითი ანალიზის“ კურსი. მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება შშმ ბავშვების მომსახურების სფეროში;
ოკუპაციური თერაპევტი - უმაღლესი განათლება სპეციალობაში ორწლიანი გამოცდილება შშმ ბავშვების მომსახურების სფეროში, სენსორული ინტეგრაციის პროგრამის ცოდნა.
გასაწევი მომსახურების აღწერილობა მოცემულია
დანართში N1.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ ერთი ბენეფიციარის მომსახურების ღირებულება, ერთი თვის განმავლობაში.
სათანადო ინფორმაცია/მონაცემები, 2015 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
mbuchukuri@ssa.gov.ge ან წერილობით წარადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირებისაგან: მაია ბუჩუკური ტელ.: 599116644.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.