სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
27.01.2016
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
 
მოგეხსენებათ, ნავთობპროდუქციის (საწვავის) 2016 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციის 5.8 პუნქტის შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია საწვავის შესყიდვა განხორციელდეს „აგაი“ სისტემის გარეშე (ნომრიანი და უნომრო პლასტიკური ბარათების ან/და ტალონების მეშვეობით). აგრეთვე,  ნავთობპროდუქციის (საწვავის) 2016 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციის 5.9 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია გამარჯვებული მიმწოდებლის ავტოგასამართი სადგურიდან დაშორებულია 15 კმ-ზე მეტი მანძილით და ამავდროულად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საწვავის შესყიდვა გამარჯვებული მიმწოდებლისაგან იწვევს უფრო მეტი ოდენობით სახელმწიფო სახსრების ხარჯვას, ვიდრე საწვავის შესყიდვა - 15 კმ-ზე ნაკლები მანძილით დაშორებული რომელიმე სხვა მიმწოდებლისაგან, სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სატენდერო კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, ლოკალური აუცილებლობისათვის საჭირო მოცულობის საწვავი შეისყიდოს სხვა მიმწოდებლისაგან, რომელიც ბაზრის კვლევის შედეგად, შესთავაზებს მას ყველაზე დაბალ ფასს.
1.jpg
ახლა უკვე, ზემოაღნიშნულ საკითხებზე კომისიასთან შეთანხმება იწარმოებს მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში ctd.spa.ge რომელსაც დაემატა ახალი მოდული „ნებართვა“. აღნიშნული მოდულის დამატება შესაძლებელს გახდის, რომ შეთანხმების პროცედურები გამარტივდეს, აგრეთვე ხელს შეუწყობს სისტემატიზირებას, მონიტორინგსა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ის წერილები, რომლებიც გამოგზავნილ იქნა ელექტრონულ ფოსტაზე oil2016@spa.gov.ge და რომლებშიც არის ზემოაღნიშნულ საკითხებზე კომისიასთან შეთანხმების მოთხოვნა თებერვლისა და შემდგომი თვეებისათვის, არ განიხილება, რადგან აღნიშნულ საკითხებზე შეთანხმების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მენეჯმენტის სისტემის ახალი მოდულის („ნებართვა“) მეშვეობით.
თუ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ საჭიროებს ზემოაღნიშნულ საკითხებზე შეთანხმების მოთხოვნის დაზუსტებას, დამატებით კითხვის დასმას ან კორექტირებას, მაშინ პასუხს („თანხმობა“ ან „უარი“) მიიღებთ არაუგვიანეს 4 სამუშაო დღისა; იმ შემთხვევაში, თუ ამავე მოდულში დაისვა შეკითხვა ადმინისტრაციის მხრიდან, შემსყიდველ ორგანიზაციას ეძლევა 4 სამუშაო დღის ვადა, რომ აღნიშნულ კითხვაზე გასცეს პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად მიანიჭებს მოთხოვნას სტატუსს - „უარი“. გაცნობებთ, რომ კითხვა იქნება დასმული მხოლოდ ერთხელ, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით და გულდასმით წაიკითხოთ კითხვა და მაქსიმალურად ამომწურავად გასცეთ პასუხი. შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღისა მიიღებთ პასუხს და მიენიჭება თქვენს მოთხოვნას სტატუსი „თანხმობა“ ან სტატუსი „აური“. 
 “აგაი“ სისტემის გარეშე საწვავის შესყიდვის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც კონკრეტული თვისათვის (თვეებისათვის), ასევე - მთელი წლისათვის. არაგამარჯვებულ მიმწოდებლისგან საწვავის შესყიდვის მოთხოვნა აუცილებელია შეთანხმდეს ყოველ თვე, იმ შემთხვევაში, თუ ლოკალურად არის ორი ან ორზე მეტი არაგამარჯვებული მიმწოდებელი. ხოლო თუ ლოკალურად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი არაგამარჯვებული მიმწოდებელი, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნულ საკითზე მთელი წლის განმავლობაში კომისიის თანხმობის მიღება.   
გთხოვთ იხილოთ სატენდერო კომისიის რეკომენდაცია აგაი სისტემის გარეშე საწვავის შესყიდვისას შესაბამისი მეთოდების გამოყენების თაობაზე  (რა შემთხვევაში უნდა მოითხოვოთ ნომრიანი ბარათები, უნომრო ბარათები და ტალონები) და გაითვალისწინოთ კომისიისადმი მოთხოვნის წარდგენისას.